ახალი ამბები
გიორგი გუგუჩიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა
გიორგი გუგუჩიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

მათი თქმით, გუგუჩია აღნიშნული პოზიციიდან 2024 წლის 26 სექტემბერს გათავისუფლდა. ამჟამად მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი ასრულებს.

შეგახსენებთ, გიორგი გუგუჩია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში 97-ე ნომრად არის წარდგენილი.

საქართველოში მოქმედი "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით , საპარლამენტო სიაში წარდგენილ პირებს, რომლებიც სახელისუფლებო პოზიციებს იკავებდნენ, თანამდებობები 28 სექტემბრამდე უნდა დაეტოვებინათ.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად გიორგი გუგუჩია 2021 წლის 31 მაისს დაინიშნა. მან თანამდებობაზე მალხაზ თორია შეცვალა, რომელმაც პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.