ახალი ამბები
რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის დაბრუნებას არ განიხილავს, - ზატულინი
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება

მისი განცხადებით, რუსეთი არ გაიყვანს ჯარებს ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და არ განიხილავს საქართველოსთვის მათ დაბრუნებას.

„დაახლოება განა რუსული ჯარების გაყვანას გულისხმობს? ჩვენ შეთანხმებები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან უსაფრთხოების საკითხებზე, სამხედრო საკითხებზე და ა.შ. არავინ განიხილავს ამ საკითხს. ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა. მას ჯარების გაყვანა არ უგულისხმია, ლავროვის სიტყვები არ უნდა გავიგოთ, როგორც რუსეთის ინტერესი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით. ეს კითხვა დიდი ხანია გაქრა. თუ ისინი დაამყარებენ ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობას ერთმანეთთან, ეს ყოველთვის დადებითია“, - ამბობს დუმის დეპუტატი.

ზატულინი თვლის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოში უნდა „აღიარონ რეალობა, ჩამოაყალიბონ გარკვეული რეალური ურთიერთქმედების ფორმები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ფარგლებში“. 

„ლავროვის სიტყვები არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც რუსეთის დაინტერესება იმაში, რომ სამხრეთი ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდნენ, ამ საკითხმა დიდი ხანია ჩაიარა. თუ ისინი ერთმანეთში დაიწყებენ ეკონომიკური და საქმიანი ურთიერთობების დალაგებას, ეს ყოველთვის დადებითია“, - დასძენს რუსი პოლიტიკოსი.

მანამდე საქართველოს ხელისუფლებამ დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება რუსეთის მზაობაზე, დაეხმაროს თბილისს “მეზობლებთან", "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან", დაახლოებაში. კახა კალაძემ 29 სექტემბერს თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებთან" შერიგებაში დახმარებასთან დაკავშირებით პოზიტიურად აფასებს.

კალაძის განცხადებას სოხუმში უპასუხეს და თბილისს მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისკენ მოუწოდებენ.

მოსკოვის მზადყოფნაზე „დაეხმაროს“ სოხუმს, ცხინვალს და თბილისს „ურთიერთობების ნორმალიზებაში“, თუკი „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის დაეხმაროს საქართველოს „აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების“ პროცესში, თუკი „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.