არანაირი შეტყობინება არ არის გაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისგან - შსს მოქალაქეებს მოუწოდებს შეცდომაში არ შევიდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შევიდა.
უწყების ცნობით, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
"მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ ფაქტს შსს-ს შესაბამისი სამსახური შეისწავლის.
მასალის გამოყენების პირობები