ახალი ამბები
ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესია გახდა - პრესის თავისუფლების მისია
ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმის პარტნიორი ორგანიზაციებისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) კონსორციუმის წევრებმა საქართველოში ორდღიანი მისია დაასრულეს და ქვეყანაში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაჯამეს.

კვლევის მიხედვით, საქართველოში გაუარესდა როგორც პრესის თავისუფლების, ასევე ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობა. ხელისუფლება იყენებს მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს განსხვავებული ხმების, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტების, დისკრედიტაციისა და შეზღუდვისთვის.

მათი თქმით, სახეზეა დემოკრატიის უკუსვლა და ადამიანის უფლებათა დარღვევები, რაც სცდება მედიის პლურალიზმის ეროზიასა და პრესის თავისუფლების შელახვას.

„მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება აწყდება არალიბერალურ ტენდენციას, რომელიც ხასიათდება დემოკრატიული შეკავებისა და ბალანსის მექანიზმების შესუსტებით. ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად, ვერბალურად, იურიდიულად და ფინანსურად. ჟურნალისტიკა საქართველოში სახიფათო პროფესია გახდა.

ისინი იმდენად შეშფოთებულნი არიან თავიანთი უსაფრთხოებით, რომ ზოგიერთი მათგანი ჟურნალისტურ დავალებებზე თანმხლებ პირებს იყვანს. რამდენიმე მედია საშუალების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჟურნალისტები ტოვებენ პროფესიას, ზოგიერთი კი ემიგრაციაში მიდის. გარდა ამისა, რამდენიმე მედია გეგმავს საზღვარგარეთ დარეგისტრირებას“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

MFRR - ის ცნობით, საჯარო უწყებები ხშირად არ ასრულებენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მისაწოდებლად. ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით უჭირთ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიებს.

მისიის წევრები იყვნენ: მედიის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), ჟურნალისტთა ევროპის ფედერაცია (EFJ), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ცენზურის ინდექსი, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
ოდაბადეშ კინოხონი
30 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.