სექტემბერში ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები 4.9%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 4.9%-ით გაძვირდა. ეს კი წლიურ ინფლაციაზე 0.34%-ით აისახა.
მათივე ცნობით, ფასები 7.5%-ით გაზრდილია სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფშიც, როგორც ღამის გასათევ მომსახურებაზე (11.1 პროცენტი), ისე საზოგადოებრივ კვებაზე (6.4 პროცენტი).
რაც შეეხება სხვა ჯგუფებს, უწყების ინფორმაციით, განათლების სფეროში ფასები მომატებულია 4.4%-ით. ღირებულება გაიზარდა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების (9.0 პროცენტი), საშუალო(4.8 პროცენტი) და უმაღლესი განათლების (2.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზეც.
მასალის გამოყენების პირობები