ზუგდიდში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. რადიო
"ათინათის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც, ცენტრალურ მაგისტრალზე მანქანით
გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.
მასალის გამოყენების პირობები