3 თვეში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 260 ფაქტი გამოვლინდა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში 3 თვის განმავლობაში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის 260 შემთხვევა გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურმა გამოაქვეყნა.
უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, აღრიცხულია აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტები, რის შედეგადაც ამოღებული აქციზური მარკის გარეშე თამბაქოს ნაწარმის საერთო რაოდენობა 38 509 კოლოფი სიგარეტი აღმოჩნდა.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიგზავნა.
შემოსავლების სამსახურში ასევე განმარტავენ, რომ აქციზური მარკის გარეშე ამოღებული თამბაქოს ნაწარმი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, დადგენილი წესით გადაეცა სახელმწიფოს, ხოლო ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაგზავნილია განსჯად სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები