ახალი ამბები
"ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მოქალაქეებს პირადობებს ართმევენ და ეუბნებიან, ეს "ქართული ოცნებას" გადააბრალონ - მამუკა წოწერია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საარჩევნო გარემოში დესტრუქცია შემოაქვთ.

მისივე მტკიცებით, საარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან ჯგუფები, რომლებსაც არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში აქვთ კონკრეტული დავალებები.

"მათი წარმომადგენლები ინტენსიურად უკავშირდებიან მოქალაქეებს როგორც სოფლებში, ასევე ქალაქში, ართმევენ პირადობის მოწმეობებს და სთავაზობენ, რომ 200 ლარის სანაცვლოდ, ეს ქმედება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს გადააბრალონ.

გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაში უკვე ჩართეს ყოფილი ხელისუფლების ზონდერ ჯგუფები, რომლებსაც არჩევნების დღეს და წინასაარჩევნო პერიოდში აქვთ კონკრეტული დავალებები. მოგიყვებით კონკრეტულ მაგალითზე. წუხელ, სოფელ რიყეში, 80 წლის შვილმკვდარ დედასთან მივიდნენ და 200 ლარის სანაცვლოდ შესთავაზეს პირადობა მიეცა და კამერებთან ეთქვა, რომ ის "ოცნების" წარმომადგენლებმა ჩამოართვეს, იგივე ფაქტი დაფიქსირდა ყულიშკარში, ჯიხაშკარსა და დევნილთა დასახლებაში ბარამიას ქუჩაზე", - ამბობს წოწერია.

მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები მხოლოდ "ფეიკ ნიუსებზე" მუშაობენ და ცდილობენ, შექმნან ისეთი გარემო, სადაც თითქოს წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.

წოწერიას განცხადებით, "ქართული ოცნება" მოუწოდებს ყველა სადამკვირვებლო საერთაშორისო ორგანიზაციას, შეისწავლონ ოპოზიციური პარტიების ქმედებები და დააფიქსირონ დარღვევები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.