სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს სითბოს ფონზე საქართველოში ზოგან გაწვიმდება, ხოლო 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ამავე ცნობით, ზუგდიდში, მარტვილში ანაკლიასა და ფოთში 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე თბილი და უნალექო ამინდი იქნება, შემდგომში კი აგრილდება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა სამეგრელოში +18, +20 გრადუსამდე შემცირდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მესტიაში მომდევნო დღეებში წვიმიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები