ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირის ნაწილი გადაკეტილია.
ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის ქუჩაზე, ფოსტის მიმდებარედ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
ავტოტრანსპორტით მოძრაობას ადგილზე მობილიზებული პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
გამსახურდიას გამზირზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ სცენას ამონტაჟებენ.
რადიო
"ათინათს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა და სცენის მონტაჟის სამუშაოები, "ქართული ოცნების" მიერ ზუგდიდში დაგეგმილ წინასაარჩევნო შეხვედრას უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები