ახალი ამბები
“ლურჯი მოცვი” - ზუგდიდში ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
ზუგდიდში, 13 ოქტომბერს ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზია "ჯი ჯი"-ში "პარაშუტ ფილმსის" ორგანიზებით, ელენე მიქაბერიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “ლურჯი მოცვი” (Blueberry Dreams) ჩვენება გაიმართა.
ღონისძიების შემდეგ, დამსწრეებს შეხვდნენ რეჟისორი და ფილმის გმირები.

„ფილმში მელაძეების ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ზუგდიდში, საოკუპაციო ხაზთან სულ რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ოჯახი მომავლის იმედებს მოცვის პლანტაციაზე ამყარებს. სოსო და ნინო თავდაუზოგავად შრომობენ, მუშაობაში შვილები - ლაზარე და გიორგიც ეხმარებიან, თუმცა მათ სულ სხვა ოცნებები აქვთ. ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას, ბედნიერებას თუ სირთულეს მუდამ თან ახლავს ოცნება ახალი მომავლის შესაძლებლობაზე“, - ვკითხულობთ ფილმის აღწერაში.

რეჟისორის თქმით, გადაღების ინსპირაცია საკუთარი ბავშვობა გახდა. ამით მას სურდა, მოეყოლა ამბავი, თუ როგორ მოქმედებს კონფლიქტები ბავშვებსა და მათ წარმოსახვაზე.
XX
„ერთი ოჯახის მაგალითზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი მოცვის პლანტაციის გაშენებას ამ მყიფე მიწაზე, ვეცადე დამესვა ის კითხვები, რომლებიც წლების განმავლობაში დამებადა. ჩემი ფილმი იკვლევს იდენტობას, მოზარდობას და პოლიტიკას. ამბავი ასახავს, თუ როგორია იზრდებოდე არასტაბილურ ქვეყანაში და მაინც ოცნებობდე“, - ამბობს ის.

ცნობისთვის, „ლურჯი მოცვის“ მსოფლიო პრემიერა 19 მარტს კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ფილმი ასევე აჩვენეს ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალზე BRIFF (ბელგია), არლის ფოტო და კინოფესტივალზე Les Rencontres de la Photographie (საფრანგეთი).

2024 წლის 18 ივლისს ფილმის რეგიონული პრემიერა ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე (კიევი, უკრაინა) გაიმართა. რეჟისორი თავად ესწრებოდა ჩვენებას და ფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.