ახალი ამბები
ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობების გადაცემას, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს - ISFED-ი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს
ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", რომელიც 2024 წლის ივნისიდან აკვირდება წინასაარჩევნო პროცესებს, მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

მათი თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის ზუგდიდიდან ისინი ხშირად იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზებით ცდილობენ.

ორგანიზაციის განმარტებით, კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის შემდეგი ფაქტები აღირიცხა :

"მმართველი პარტიის აქტივისტები სხვადასხვა მიზეზით, ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დროებით მათთვის გადაცემას.

ამომრჩევლებს, მათი ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას.

არასაჯარო საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ არჩევნების დღეს გამოყენებული ელექტრონული აპარატების მეშვეობით ისინი გაიგებენ, თუ რომელ პარტიას მისცემს ხმას ესა თუ ის ამომრჩეველი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს ამომრჩევლებს, არავის გადასცენ საკუთარი პერსონალური მონაცემი და შეახსენებს მათ, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გადამოწმება, მათ შორის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ საარჩევნო უბნებზეც. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, შეისწავლონ, გამოიძიონ და მიიღონ შესაბამისი ზომები კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
13 / ნოემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.