კულტურისა და სპორტის სამინისტროს მუსიკოსი თინათინ რუხაძე უხელმძღვანელებს. ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
ამავე ცნობით, რუხაძე ამ დრომდე მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი იყო.
კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" დააინიციირებს საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განცალკევდება და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ უწყებებად იარსებებს.
მისივე განმარტებით, სპორტის სამინისტროს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს, რომელიც დროებით თინათინ რუხაძის პირველი მოადგილე იქნება და სპორტის მიმართულებით იმუშავებს.
ცნობისთვის, თეა წულუკიანმა აღნიშნული თანამდებობა 25 სექტემბერს დატოვა. ის "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში მე-6 ადგილზეა.
მასალის გამოყენების პირობები