ფოთში 19 ოქტომბრის საღამოს ამოვარდნილმა გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
ფოთის მერიის თანახმად, ქალაქის სხვადასხვა უბანში მერიის შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ მუშაობას, სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად .
ამავე ცნობით, ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაითვლის და დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაციები უმოკლეს პერიოდში გაიცემა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში წვიმა 22 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.
მასალის გამოყენების პირობები