ბიჭვინთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგზაო ინსპექციის უფროსის მოადგილემ ასლან ბაზბამ განუცხადა.
მისივე ცნობით, შემთხვევა 19 ოქტომბერს დილის საათებში მოხდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის ჯებირს შეეჯახა, შედეგად, ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ამავე დღეს, საღამოს საათებში, გზატკეცილზე, სოფელ ბზიბთან, ხუთი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც იდაყვის მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, წერს „აიაირა“.
ამავე ინფორმაციით, „ორივე ინციდენტზე მასალები საგამოძიებო განყოფილებებს გადაეცა“.
მასალის გამოყენების პირობები