ახალი ამბები
სტიქიის გამო, ფოთის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია
უხვი ნალექის გამო, ფოთის მუნიციპალიტეტის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მუნიციპალიტეტის მერიაში და ადგილობრივ რესურსცენტრში განუცხადეს.

ამავე ცნობით, რამდენიმე უბანში დატბორილია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ეზო. 

"ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას, ჯერჯერობით შევაჩერეთ სასწავლო პროცესი ერთი დღით. არის საფრთხე, რომ ზოგ ადგილას სკოლებთან მისასვლელი გზა დაიტბოროს. ამ ეტაპზე ამინდი დასტაბილურებულია", - აცხადებენ ფოთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში.

ცნობისთვის, ფოთში რამდენიმე დღეა სტიქიას ებრძვიან. მუნიციპალიტეტში ამოვარდნილმა გრიგალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები, გადაუღებელი წვიმების შედეგად კი დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.