ახალი ამბები
სოფელ ინგირის 41-ე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა (ფოტო)
სოფელ ინგირში ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქის 41-ე უბანი დილის 6 საათსა და 45 წუთზე გაიხსნა. უბნის კომისიის თავმჯდომარემ ხათუნა ჯგერენაიამ გვითხრა, რომ კომისიის ყველა წევრი ადგილზე დროულად მივიდა, გარდა ერთისა, რომელიც, მისივე თქმით, სავარაუდოდ, არ გამოცხადდება.

მისი ინფორმაციით, საარჩევნო პროცედურები პროტოკოლის მიხედვით, დარღვევების გარეშე ჩატარდა.

როგორც კი 08:00 საათი შესრულდა, აღნიშნულ უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმა დაუბრკოლებლად მისცა.

ერთ-ერთმა პირველმა მოქალაქემ, რომელმაც ხმა დილის 08 საათსა და 7 წუთზე მისცა რადიო "ათინათთან" თქვა, რომ ხმა ევროპულ მომავალს და კეთილდღეობის სახელმწიფოს მისცა.

ინგირის 41-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 2443 ამომრჩეველი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ წესით ამომრჩევლები ხმას მისცემენ 90%-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ია. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმას მისცემს 3 113 747. გადასატანი ყუთის სიაში 64 238 ამომრჩეველია.
უცხოეთის სახელმწიფოებში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებშია 95 910 ამომრჩეველი.

2024 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობით, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში 116 968 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.