ცესკოს ცნობით, 20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58,94% შეადგინა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ცესკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.
მათივე ცნობით, მაღალმთიანი რეგიონების ხუთი უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა მონაცემების მიღება და ამიტომ ეს არ წარმოადგენს საბოლოო შედეგებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული სისტემით ირჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები