ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 206 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 52.991% (935 004 ხმა) მიიღო.
3111 უბნიდან დათვლილი 2201 უბნის მიხედვით, მანდატები ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება“ - 88 მანდატი, ოპოზიცია - 62 მანდატი:
პარტიების პროცენტული მაჩვენებლები ასეთია:
„ქართული ოცნება“ - 52,97%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - 11,21%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 9,84%;
„ძლიერი საქართველო“ - 9,03%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 8,23%;
„გირჩი“ - 3,23%;
„პატრიოტთა ალიანსი“ - 2,53%.
ცესკოს ცნობით, არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.მონაცემები არ ასახავს უცხოეთში მყოფი ამომრჩევლის ხმებს.
მასალის გამოყენების პირობები