ახალი ამბები
ზუგდიდიდან თბილისში საპროტესტო აქციაზე დასასწრებად მიემგზავრებიან
თბილისში, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დღეს დაგეგმილ აქციას მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან შეუერთდებიან.

აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, ზუგდიდში ამ დროისთვის, სპონტანურად, 50 ადამიანის მობილიზება მოხერხდა, რომლებიც უკვე გაემართნენ დედაქალაქისკენ.

ისინი აღნიშნავენ, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით წარიმართა, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე, რაც, მათი თქმით, საზოგადოების მიერ პროტესტის გამოხატვის საფუძველია.

"ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ის არის გაყალბებული, რაც აჩენს საზოგადოებაში პროტესტის გრძნობას. ამისთვის მივდივართ თბილისში აქციაზე. ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ იყო ძალადობის ფაქტები, პირადობების ჩამორთმევები და სხვა ისეთი შემთხვევები, რომელმაც გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი დათა აქუბარდია.

დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 19:00 საათზე გაიმართება. ის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 27 ოქტომბერს, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დააანონსა. პრეზიდენტი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მან მოსახლეობას ერთად დგომისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი უკვე დათვალა.

ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა :

"ქართული ოცნება" - 53,93% - 1 119 967 ხმა
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035% - 229 163 ხმა
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161% - 211 130 ხმა
"ძლიერი საქართველო" - 8,814% - 182 955 ხმა
"გახარია საქართველოსთვის" - 7,76% - 161 327 ხმა

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად გადალახეს 5%-იანი ბარიერი, აცხადებენ, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 2 060 412 მოქალაქე გამოცხადდა. წელს არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.