ახალი ამბები
ჩხოროწყუში "ხობი 2 ჰესი" გაიხსნა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე "ხობი 2 ჰესი" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადგურის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ელექტრო ენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კვტ სთ-ს გადააჭარბებს.

"დღეს, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შედის ექსპლუატაციაში, რომელსაც სამინისტრო წლების განმავლობაში ცდილობდა დახმარებოდა. საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას ახალი მნიშვნელოვანი სიმძლავრე შეემატა. ახალი ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე არის 44 მეგავატზე მეტი. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტრო სადგურია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეიქმნა. 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას 1150 მეგავატზე მეტი სიმძლავრე დაემატა. გამომუშავება 200 მლნ კვტ.სთ-ს გადააჭარბებს და ეს ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ჩვენი ხედვაა, რომ საქართველოს ენერგორესურსები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. საქართველოს გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები", - თქვა მინისტრმა ღონისძიებაზე.

ცნობისთვის, ჰიდროელექტროსადგურის პირველი ფაზისთვის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. სადგურის მშენებლობაზე დასაქმებული 500 ადამიანი იყო. სამუშაოები კი კომპანია "ფერიმ" შეასრულა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.