ახალი ამბები
არჩევნების დღეს ISFED-მა 490 ინციდენტი და დარღვევა დააფიქსირა - ნინო დოლიძე
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, არჩევნების დღეს, ორგანიზაციამ ჯამში 490 ინციდენტი და დარღვევა აღრიცხა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში.

მისივე თქმით, კენჭისყრის შენობაში გამოვლენილი დარღვევებია (323): ბიულეტენების ჩაყრა (2); მრავალჯერადი ხმის მიცემა/ხმის მიცემის მცდელობა (12); დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა/გაძევება(30); მარკირების პროცედურის წესის დარღვევა (76); ხმის ფარულობის დარღვევა (76); გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (22); ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ხარვეზები (17); სხვა დარღვევები (62); საზღვარგარეთ შექმნილ უბნებში გამოვლენილი პრობლემები (26).

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე გამოვლენილია 167 ინციდენტი/დარღვევა. კერძოდ, კოორდინატორთა მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა (71- საარჩევნო უბნების 31%); სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების, ასევე, მუქარის ფაქტები საარჩევნო უბნების (25 - საარჩევნო უბნების 11%); ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირება (42 - საარჩევნო უბნების 19%); ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა (29 - საარჩევნო უბნების 13%).

დოლიძე აღნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ განიხილება, როგორც საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულება.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიაში ჩართული იყო: 1,000-მდე მოკლევადიანი დამკვირვებელი უბნის შიგნით, 231 დამკვირვებელი უბნის გარე პერიმეტრზე, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი, 85 მობილურ ჯგუფი, 23 იურისტი და 32 ოპერატორი, რომლებიც ფარავდნენ 73 საარჩევნო ოლქს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.