ახალი ამბები
დაკვირვებების 1,924 შემთხვევის 6%-ში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა - ეუთო/ოდირი
OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის მიხედვით, დაკვირვებების 1,924 შემთხვევის 6 პროცენტში, რაც არსებითად დიდი რიცხვია, პროცესი ნეგატიურად შეფასდა, უმეტესწილად ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინებაზე მინიშნების გამო, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში თან ერთვოდა საარჩევნო უბნებს შიგნით წარმოქმნილი დაძაბულობა და არეულობა და მოქალაქეთა სიჭარბე.

მათივე ცნობით, ხმის მიცემის პროცესი პროცედურული თვალსაზრისით უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული.

"დაკვირვების 24 პროცენტში ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად კომპრომეტირებული იყო ამომრჩეველთა მიერ საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრით ან 7 პროცენტში საარჩევნო უბნის გადაგეგმარებასთან ან მოწყობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო", - წერია ანგარიშში.

ამავე ცნობით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, უმეტესწილად ქართული ოცნებიდან ხმის მიცემის პროცესს იწერდნენ და აღნიშნულია, რომ ამ ფაქტს დამაშინებელი ეფექტი ჰქონდა, რადგან კამერები ხშირად პირდაპირ ამომრჩეველთა იდენტიფიცირების მოწყობილობებს ან კენჭისყრის კაბინებს უყურებდნენ, რაც პოტენციურად აზიანებდა ხმის მიცემის ფარულობას.

"საარჩევნო უბნების გარეთ უცნობი პირები ამომრჩეველთა აღრიცხვას ეწეოდნენ (10 პროცენტი), საარჩევნო უბნების შიგნით კი პარტიის წარმომადგენლები (7 პროცენტი). საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების ანგარიშებში აისახა საარჩევნო უბნების 4 პროცენტში მთელი ოჯახის ან ადამიანების ჯგუფის მიერ ხმის ერთდროულად მიცემა. ზოგიერთ შემთხვევაში, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიიღეს შეტყობინებები ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო ბრალდებების შესახებ".

სადამკვირვებლო მისიის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დაკვირვების არეალში მოქცეული ზოგიერთ შემთხვევაში პროცედურები არათანმიმდევრულად იყო დაცული - ამომრჩეველთა თითებზე მარკირების რეგულარულად შემოწმება არ ხდებოდა (7 პროცენტი) ან ხმის მიცემამდე მარკირება არ ხდებოდა (4 პროცენტში). ახალი საარჩევნო ტექნოლოგიის დანერგვისა და თითოეულ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის გამო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ამომრჩეველთა იდენტიფიცირებისა და ხმის დამთვლელი ელექტრონული მოწყობილობებით აღჭურვილ უბნებზე დაკვირვების შემთხვევათა 99 და 98 პროცენტში, შესაბამისად, მოწყობილობები სრულად გამართულად მუშაობდნენ.

ანგარიშის მიხედვით, კენჭისყრის დღეს საოლქო საარჩევნო კომისიებმა დამკვირვებელთა ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან 439 საჩივარი მიიღეს, რომლებიც საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნას, მრავლობითი საარჩევნო ბიულეტენების გაცემის სავარაუდო ფაქტებს, ადგილობრივი დამკვირვებლებისა და პარტიების წარმომადგენლებისთვის უფლებების შეზღუდვას, ხმის ფარულობის დარღვევას, პროცედურულ დარღვევებს, გადასატანი ყუთით ხმის მიცემას, სახარჯი მასალის ნაკლებობას, ელექტრონული მოწყობილობების გაუმართაობას, ვიდეო გადაღებას, საარჩევნო უბნებში, უბნებს გარეთ ან მათ სიახლოვეს წინასაარჩევნო კამპანიის მასალების არსებობას შეეხებოდა. ხმის მიცემის პროცესის დასრულებისთვის ყველა საჩივრის განხილვა დაწყებული იყო. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან ელექტრონულად მიღებული ნაწილობრივი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო და ამ საარჩევნო უბნების 90 პროცენტიდან შედეგები მიღების შემდეგ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 21:45სთ-ზე დაიწყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.