ახალი ამბები
წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით ზუგდიდის მერიის 82-მა თანამშრომელმა ისარგებლა
ერთი თვის განმავლობაში, 2024 წლის 27 სექტემბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შვებულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 82-მა თანამშრომელმა, მათ შორის 2-მა თანამდებობის პირმა ისარგებლა. მის შესახებ რადიო "ათინათის" მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული.

გთავაზობთ მერიას დაქვემდებარებული შპს-ებისა და ა.(ა).ი.პ-ების თანამშრომლების რიცხვს, რომლებმაც წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებით ისარგებლეს:

ა(ა)ი.პ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრი" - 13

ა(ა)ი.პ "კეთილმოწყობის მართვის ცენტრი" - 28

ა(ა)ი.პ "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი" - 5

ა(ა)ი.პ "სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი" - 17

ა(ა)ი.პ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება" - 2

ა(ა)ი.პ "ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე" - 5

ა.(ა)ი.პ ,, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი" - 16

ა(ა)ი.პ "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი" - 6

ა(ა)ი.პ "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი" - 21

ა(ა)ი.პ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი" - 44

ა(ა)ი.პ "საფეხბურთო კლუბი - ოდიში 1919" - 2

შპს "ANAKLIA-GANMUKHURI RESORTS" - 0

შპს "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი" - 22

სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) - 1

შეგახსენებთ, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია) იწყება კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე. ამ პერიოდში აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს საჯარო მოხელეებს სამუშაო საათების განმავლობაში და სხვა დროსაც, როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.