ახალი ამბები
"გაჟონილია" - სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე ბანერი გადმოფინეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ფასადზე სამოქალაქო აქტივისტებმა ბანერი წარწერით "გაჟონილია" გადმოფინეს. ამის შესახებ რადიო "ათინათს" პარტია "დროას" რეგიონულმა წარმომადგენელმა და აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ უთხრა.

მისი თქმით, წარწერა ეხება არჩევნებში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოში გაასაჩივრეს.

"გაჟონილია ეხება საარჩევნო ბიულეტენებს, რომლებზეც ამომრჩევლის არჩევანი ფურცლის მეორე მხარეს ჩანდა. შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დაირღვა. ამის აღიარება ქართულ ოცნებას არ უნდა. სასამართლო სისტემა მათ ხელშია და დარჩა ერთი გზა, ვებრძოლოთ ამ სისტემას ქუჩიდან. დღეს, ქუჩაა ის გზა, რითაც შეგვიძლია არჩევნები დავიბრუნოთ", - ამბობს ის.

როგორც ის განმარტავს, წარწერის გადმოფენა პროტესტის ერთ-ერთი ფორმა იყო და ის გაგრძელდება პერმანენტულად.

ცნობისთვის, დღეს დილიდან ზუგდიდის ცენტრალური ქუჩებში სხვადასხვა წარწერა გამოჩნდა. ფერადი საღებავებით შესრულებულ წარწერებს შორისაა - ,,არჩვენები მოპარულია"", ,,რევოლუცია"", ,,აჯანყდი"" და ა.შ.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და ,,ჩემი ხმის'' წარმომადგენლების საჩივრები, რომლებიც ზუგდიდის, სენაკისა, ფოთის, ბათუმისა და ქუთაისის ცალკეულ უბნებზე 26 ოქტომბრის არჩევნების ხმის ფარულობის დარღვევას ეხებოდა არ დააკმაყოფილა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.