იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტი იწყება - სააგენტო
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დასაქმებაში ხელშეწყობის პროექტის განხორციელება იწყება.
„პროექტის ფარგლებში, 12-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ კარიერული კონსულტირება – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული გამოცდილება, უნარები და დასაქმების სასურველი სფეროები. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროექტის მეორე ეტაპზე სააგენტო უზრუნველყოფს ვაკანსიების მოძიებას და სამუშაოს მაძიებლებისა და ბიზნესის ურთიერთდაკავშირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ პროექტი თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში ხორციელდება. კონსულტირებისათვის, დევნილი მოქალაქეები უნდა ეწვიონ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს რეგიონულ სერვის-ცენტრებს, მათ შორის ზუგდიდში, მისამართზე: აღმაშენებლის ქ. N106.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავცრელებს.
მასალის გამოყენების პირობები