საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) სამეგრელო-ზემო
სვანეთში 73 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ეს რიცხვი კი 17-ით აღემატება აპრილ-ივნისის მონაცემებს.
ამავე ცნობით, შემთხვევების შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 115 დაშავდა.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალწარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შსს-ში განმარტავენ, რომ საქართველოს მასშტაბით, ამავე საანგარიშო პერიოდში სულ 1563 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, რომლის შედეგად, დაშავდა - 2048, ხოლო დაიღუპა - 122 ადამიანი.
კატეგორიების მიხედვით, ავტოავარიების გამომწვევი სავარაუდო მიზეზებიდან "მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობა" და "შეჯახება ქვეით მოსიარულეზე" სჭარბობს.
მასალის გამოყენების პირობები