ახალი ამბები
სემეკმა მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციები შეიმუშავა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, რეგულაციები შეიმუშავა.

სიახლე მრავალბინიან სახლში გათბობის საერთო სისტემას შეეხება, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის - მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული - ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის მიხედვით.

შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება საცხოვრებელ ბინებში ინდივიდუალური (ე.წ. ცენტრალური) გათბობის სისტემებს.

„მაგალითად, თუ გათბობის საერთო სისტემის საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური ქვე-მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატი კომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე - არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.

საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით.

ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობის საერთო სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა და სრულდება 2025 წლამდე)“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.