ახალი ამბები
14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის აღწერა დაიწყება
2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, აღწერა ორ ეტაპად დაიყოფა:

პირველი ეტაპი, რომელიც 14 ნოემბრიდან დაიწყება, მოსახლეობის თვითრეგისტრაციას ითვალისწინებს, რა დროსაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავად შეავსონ კითხვარი, რომელიც აღწერისთვის საჭირო ინფორმაციას მოიცავს.

„კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: https://www.geostat.ge/ka“, - ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.

მეორე ეტაპი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული 11 000 - მდე ინტერვიუერი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული პლანშეტებისა და სპეციალურად მომზადებული კითხვარის მეშვეობით კარდაკარის პრინციპით გამოჰკითხავს მოსახლეობას.

აქვე აღნიშნულია, რომ აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით არის დაცული.

ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.