ახალი ამბები
საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 10 წლის შემდეგ, დღეს, 14 ნოემბერს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, რომ აღწერის მიზანია მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის, ასევე სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობის და სოციალურ-ეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) და მოქალაქეობის არმქონე პირი (რომლებიც საქართველოში დარჩენას გეგმავენ 12 თვეზე მეტხანს) ვალდებულია გაიაროს აღწერა.

„პირველი ეტაპი თვითრეგისტრაციაა და თქვენ უკვე, 23 ნოემბრის ჩათვლით შეგიძლიათ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე შეავსოთ აღწერისთვის განკუთვნილი კითხვარი. ელექტრონული კითხვარის შევსების შემდეგ რესპონდენტები მიიღებენ სპეციალურ კოდს, რომელიც უნდა წარუდგინონ მათთან მისულ საქსტატის ინტერვიუერს.

მეორე ეტაპი 29 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჩვენი ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით ჩაატარებენ გამოკითხვას“, - წერია საქსტატის ვებ გვერდზე.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც. სოციალური და დემოგრაფიული სახის მონაცემებთან ერთად, სპეციალური კითხვარის მეშვეობით, შეგროვდება ინფორმაცია ოჯახების სასოფლო-სამეურნეო აქტიურობის, ოჯახების სარგებლობაში არსებული მიწის სტრუქტურის, პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შესახებ, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, ტერიტორიული ერთეულების და სოფლების დონეზე.

მათივე განმარტებით, აღწერის შედეგად, მიიღებენ უახლეს ინფორმაციას მოსახლეობის რიცხოვნობის, მათი სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, საარსებო წყაროებისა და საცხოვრისების შესახებ. ასევე სასოფლო–სამეურნეო კომპონენტის მეშვეობით, შეგროვდება მონაცემები შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ.

საქსტატის ინფორმაციით, რომ აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია. წინასწარი შედეგები ქვეყნდება 2025 წლის ივნისში, ხოლო საბოლოო - 2026 წლის ივნისის თვეში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / იანვარი 2025
8 თვის ანდრია ჯიჭონაიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ჩვილი 6 თვეა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
23 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ყოფილი პოლიციელებისა და ენმ-ის მხარდამჭერების, დავით ყოლბაიასა და ლევან გოგიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლომ ისინი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 1000-1000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
23 / იანვარი 2025
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პოლიციელები, დავით ყოლბაია და ლევან გოგია მივიდნენ, სადაც მათ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა გააპროტესტეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.