ახალი ამბები
სოხუმში მოსკოვთან საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხის განხილვა ჩაიშალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.  „დეპუტატის“ ერიკ რშტუნის განაცხადებით, სესია იმ მიზეზით არ შედგა, რომ საკითხის დღის წესრიგში შეტანას დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი.

პარალელურად, ე.წ. პარლამენტის წინ, რუსეთთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია მიმიდინარეობდა.  

სესია 11 საათზე უნდა დაწყებულიყო, "პარლამენტს" „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი უნდა განეხილა

მოგვიანებით „პარლამენტის“ თავმჯდომარემ ლაშა აშუბამ აღნიშნა, რომ „ზოგიერთი დეპუტატი უარს ამბობს ასეთ პირობებში მუშაობაზე“. 

იმავდროულად, აქციის მონაწილეები სხდომის გამართვას და პროექტის დამტკიცების წინააღმდეგ კენჭისყრას ითხოვდნენ.

ტელეგრამის არხები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ დილიდან ე.წ. პარლამენტის შენობასთან სამხედრო ტექნიკა, სპეციალური დანიშნულების რაზმი და საპოლიციო და ძალები იყო მობილიზებული.

ამავე ცნობით, რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებამდე, „დეპუტატებს“ მთელი ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ ე.წ. მთავრობის წევრები.

ადგილობრივი ე.წ. ოპოზიცია მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებდნენ და ადგილობრივებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

“ხელისუფლების არასათანადო ქმედებებმა, რაც გამოიხატა ჩვენი თანამებრძოლების აქტივისტების სასტიკი დაკავებით, მკვეთრად გაამწვავა ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა. ჩვენი წინადადება უცვლელი რჩება: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადოს ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც ყოფს ხალხს და აღელვებს საზოგადოებას, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. თუ ხელისუფლება ამას არ შეწყვეტს, უახლოეს დღეებში შესაძლო შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და მის გარემოცვას“, - ასე მიმართა მოქალაქეებს ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ადგურ არძინბამ.

უფრო ადრე, 11 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტის“ სხდომაზე მეორე მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“.

აფხაზური ოპოზიცია ეწინააღმდეგება აღნიშნულ კანონპროექტს და მიიჩნევს, რომ ის რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების წინაპირობაა.

ოქტომბრის ბოლოს, სოხუმმა ხელი მოაწერა მოსკოვის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.

დოკუმენტის ძალაში შესვლის პროცედურა ითვალისწინებს ე.წ. პარლამენტში მის სავალდებულო რატიფიცირებას.

შეგახსენებთ, 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ შორის, საინვესტიციო ხელშეკრულების დამტკიცების მოთხოვნით.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.