ახალი ამბები
მინდა დაგვმო, რუსეთის აჩქარებულ ნაბიჯები აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით, - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ გმობს რუსეთის „აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით“.

„მინდა გამოვეხმაურო მოვლენებს, რაც მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და რუსულ პოლიტიკას. მინდა დაგვმო, რომ დღეს რუსეთი დგამს აჩქარებულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, როცა ითხოვს საქართველოსგან, დათანხმდეს დელიმიტაციაზე, რაც არის წარმოუდგენელი, და რაც პრინციპში, უგულებელყოფს მთელ ლოგიკას ამ მთავრობის „დათმომების“ – თითქოს, მათით შეიძლება რუსეთს შეაცვლევინო პოლიტიკა. ამით მხოლოდ ააჩქარებინებ“, – უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე სოლიდარობა გამოხატა აფხაზეთის სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებიან.

მანამდე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ ყველა შეთანხმება, კანონი, რასაც რუსეთის ზეწოლით იღებს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება, მიმართულია ანექსიისკენ.

15 ნოემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის რატიფიცირების საკითხი.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად, საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვდნენ, უფრო გვიან კი მთავარი მოთხოვნა გააჟღერეს - „პრეზიდენტის უპირობო გადადგომა“.

აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევს, თუმცა გადადგომას არ აპირებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.