ახალი ამბები
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა
XI მოწვევის პარლამენტმა, რომელშიც წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პარტია, "ქართული ოცნება", მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

მთავრობის კაბინეტის დამტკიცებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა სახელწოდებით "მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ" წარადგინა.

"ქართული ოცნების" დეპუტატებს კობახიძის მისამართით შეკითხვები არ დაუსვამთ.

გთავაზობთ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას:

პრემიერ მინისტრი - ირაკლი კობახიძე
იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი
შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური
თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი
ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე
კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც მხოლოდ პარტია "ქართული ოცნება" ესწრება, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება 25 ნოემბერს ცნო. სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეების ნაწილი რამდენიმე კვირაა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში არ მისულან, ისინი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას არ ცნობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
26 / სექტემბერი 2025
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.