ახალი ამბები
ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, ისინი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს.


„დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გვითხრა, რომ საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო. ჩვენ ქართველი ხალხი არაფრით დავთმობთ ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, დღეები დარჩა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს, როგორც ლუკაშენკომ გააკეთა თავის დროზე, გამოვიდა უკრაინელი ხალხი და ლუკაშენკო გაუშვა მოუსავლეთში, რუსეთში ესევე მოუწევს კობახიძეებს, მდინარაძეებს და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, წასვლა. ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, არავითარ შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდება რუსეთის უკანა ეზო“, - განაცხადა მაია კალანდიამ, პარტია "ახალის" წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ,,სამართლიანი არჩევნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, დავით ლოგუამ განცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება“ არის პირდაპირი განაცხადი, რომ საქართველო დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას“

„სწორედ ამას ვაპროტესტებთ, ჩვენ აქ გამოსული ადამიანები. ჩვენ გვაქს ბრაზი, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა, ტყვიის გასროლის გარეშე მიიტაცა საქართველო“, - აღნიშნა მან.

ევროპული მომავალი, ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მოცემულობაა და ეს ადგილიც სიმბოლურად შეირჩა შეკრებისთვის:

„ევროპული მომავალი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მოცემულობაა, ჩვენ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება გვსურს, ამ წუთას ჩვენ ვდგავართ გზაჯვარედინზე, რომელიც ზუგდიდის შემოსასვლელში აქედან 50 მეტრში 1924 წლის აჯანყების დროს იყო ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკება აჯანყებულებსა და რუსულ რეჟიმს შორის, სიმბოლურია რომ ჩვენ ამ ადგილას ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს , იმიტომ, რომ 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სულების წინაშე უნდა ვიყოთ მართლები, იმ ადამიანთა წინაშე ვინც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, მაშინ ჩვენ რუსეთმა დაგვიპყრო იარაღით, დღეს გვიპყრობს იარაღის გარეშე, ბნელი ძალებით, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად გავუწევთ წინააღმდეგობას და გავიმარჯვებთ“, - განაცხადა მან."საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუას თქმით.

მსვლელობით ზუგდიდის შესასვლელისთან გაჩერდა, სადაც პროტესტის მონაწილეებმა, დროებით, გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მანამდე, ზუგდიდის მცხოვრებლების ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, ისინი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს.
28 / ნოემბერი 2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა.
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.