ახალი ამბები
ზუგდიდელი მასწავლებლები დროებით საგაკვეთილო პროცესს წყვეტენ
ზუგდიდელი მასწავლებლები ეხმიანებიან ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას და გაფიცვას იწყებენ.

მათი თქმით, დღეს, ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი საფრთხეშია და საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობა, კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებს განსაზღვრავს.

"მასწავლებლების გაფიცვა აქამდე არავის უნახავს, არათუ გაფიცვა არამედ ქუჩაში გასაპროტესტებლად გამოსული მასწავლებელიც არავის უნახავს. თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი და ყველა წითელი ხაზი არის უკვე გადალახული. ამიტომ, მიმდინარე პროცესებმა მასწავლებლებში პროტესტი გამოიწვია. ჩვენ ვიცით, რომ, კანონმდებლობით, პარლამენტს არ აქვს უფლება პრეზიდენტის მოწვევის გარეშე შეიკრიბოს. მიუხედავად ამისა, მათ ჩაატარეს პირველი სხდომა. ყაველაშვილი, რომელსაც დიპლომიც კი არ აქვს, წარმოგვიდგინეს პრეზიდენტობის კანდიდატად. ამით, მთლიანად საგანმანათლებლო სივრცეს დასცინეს და გარდა ამისა, ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული ევროინტეგრაციის საკითხი. კობახიძემ კი თავისი ხელით ჩაწერა ეს კონსტიტუციაში. ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, მოსახლეობის 70%-მა დაუჭირა მხარი ევროინტეგრაციას. ისინი წყვეტენ ევროპასთან კავშირს და მიგვაქანებენ რუსეთში. ჩვენ არ დავუთმობთ ქვეყანას რუსეთს. ჩვენ არალეგიტიმურ მთავრობას არ დავემორჩილებით. სანამ არ გვეყოლება ლეგიტიმური მთავრობა, არ ვარ ვალდებული გამოვცხადდე სკოლაში", - უთხრა რადიო "ათინათს" მიკო მიქავამ, ზუგდიდის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მასწავლებელი, მაია წურწუმია სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, მომავალი თაობების ბედი წყდება ქუჩაში და აღნიშნავს, რომ სახლში გაჩერების დრო არ არის.

"საგაკვეთილო პროცეს ვწყეტ 14 :00 საათიდან! გუბერნიასთან იქ სადაც ჩემი შვილების, მოსწავლეების ბედი წყდება! მხოლოდ 14 საათამდე ჩატარდება გაკვეთილები! არაა დრო იმის ვიჯდე ოთახში და ან რა მიზეზი მქონდე ვასწავლო უცხო ენა? სო მეურქუ? ევრობაშა", - წერს ფეისბუქ გვერდზე მაია წურწუმია.

მასწავლებლების პროტესტს შეუერთდა და გაიფიცა რუსული ენის ცენტრის დამფუძნებელი და მასწავლებელი ელისო კეზუაც. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საგაკვეთილო პროცესის ლოკაციაა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან იყო.

"დავიბრუნოთ ქვეყანა! გამოვგლიჯოთ რუსეთს! თქვენი მომავალი ევროპაშია", - განმარტავს ის.

მისივე თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის რუსული პროპაგანდა, რომელიც აქტიურ ფაზაში სწორედ დღეს გადავიდა.
"მე უნდა ვიდგე იქ, სადაც ჩემი მოსწავლეებია და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება" - ეუბნება რადიო "ათინათს" კეზუა.

შეგახსენებთ, მოქალაქეების ნაწილის პროტესტი უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. 28 ნოემბერს, საღამოს, კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებდნენ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ კი გაემართა თავისუფლების მოედნისკენ და იქ განლაგებულ სპეცდანიშნულების რაზმს უთხრა, რომ მათი მოვალეობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების დაცვაა.

მასალა განახლდება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
10 / ივნისი 2025
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.