ახალი ამბები
ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია - ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა
ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, გმობს ძალადობას და მხარს უჭერს სტუდენტურ მოძრაობებს.

"ჩვენც გვტკივა... სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ვგმობთ ძალადობას, ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და, რაც მთავარია, ვდგავართ სტუდენტური მოძრაობების მხარდამხარ.

დიახ, ჩვენც გვტკივა... მოსწავლეები თანატოლებზე თავდასხმებს აუღელვებლად ვერ ვუყურებთ. ხმის ამოღებას ვირჩევთ და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებთ. ძალადობას გამართლება არ აქვს! იგი არღვევს ადამიანისთვის კანონით მინიჭებულ უფლებებს.

ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. საქართველო ყოველთვის იყო და იქნება ამ დიდი ოჯახის წევრი! იგი ღირსია ევროპულ სახელმწიფოთა მხარდამხარ გაცისკროვნდეს...

სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ანანო სტეფანია", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს სოლიდარობას ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობაც უცხადებს. მათი განმარტებით, ახალგაზრდები იცავენ ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - ევროპასთან ინტეგრაციას. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები იმართება. ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი 28 ნოემბრიდან აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას. აქცია დღესაც გაიმართება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წინ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციას მერამდენე დღეა, ძალის გამოყენებით შლის. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სპეცრაზმმა ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2024
ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეხმიანებიან საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას და აცხადებენ, რომ დგანან სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების და ქვეყნის მომავლის დასაცავად.{{VIDEO}}
04 / დეკემბერი 2024
სენაკში, შუახნის კაცმა 50 წლამდე ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
03 / დეკემბერი 2024
თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას ზუგდიდელი ალექსი თირქია დაშავდა. მისი ბიძა, იოსებ ჩანადირი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ 22 წლის ახალგაზრდას ე.წ გაზის კაფსულა წარბის არეში მოხვდა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.