საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეწყალებული პირებიდან, სამი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან, მათ შორის კი ერთი ქალი მსჯავრდებულია.
ამავე ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს შეეხო, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
მასალის გამოყენების პირობები