ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის 34 წარმომადგენელი დააჯილდოვა.

ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე მან აღნიშნა, რომ გამოვლენილი სამაგალითო სამოქალაქო თავდადებისათვის, განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული მამაცობისათვის, მედლით ჯილდოვდებიან:

▶ჯონი ბაკურიძე
▶სერგი ბარამიძე
▶ნუცა ბახუტაშვილი
▶დავით ბერაძე
▶დავით ბიჭიკაშვილი
▶სალომე ბოკუჩავა
▶ ნიკა ბუჩაშვილი
▶ მინდია გაბაძე
▶ მარიამ გაფრინდაშვილი
▶რუსუდან დუმბაძე
▶ აკაკი ზარქუა
▶ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
▶ მალხაზ კანდელაკი
▶ დავით კობიძე
▶ ნიკოლოზ კოკაია
▶ ანა ლომთაძე-მდივანი
▶ მარიამ მაკასარაშვილი
▶ დეა მამისეიშვილი
▶ მიხეილ მარტიაშვილი
▶ მირიან მელაძე
▶ გივი მჭედლიშვილი
▶ მარიამ ნიკურაძე
▶ გურამ როგავა
▶ დავით ქაშიაშვილი
▶ ნანა ქაჯაია
▶ ალექსანდრე ქეშელაშვილი
▶ გენად ქვაჩახია
▶ ბექა ყორშია
▶ გიორგი შეწირული
▶ მაკა ჩიხლაძე
▶ ქეთევან ციცქიშვილი
▶ პავლე ხაჩიძე
▶ ირინა ყურუა
▶ბესარიონ გაფრინდაშვილი

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ვერ აჯილდოებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს მათი ეთიკის წესებიდან გამომდინარე.

„ვერ ვაჯილდოებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტებს, რადგან მათი ეთიკის წესები ამის უფლებას არ გვაძლევს, მაგრამ მათაც დიდი მადლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დაჯილდოებამდე სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ მედია არის ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ, რაც ხდება.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, რადგან ნამდვილად დგახართ ამ ქვეყნის სადარაჯოზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენს ხელში აიღეთ არა მხოლოდ კამერა და მიკროფონი, არამედ თქვენს ხელში აიღეთ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი. ამისთვის თქვენც ჩაეწერებით საქართველოს ისტორიაში, ოღონდ ჩაეწერებით როგორც დღევანდელი დღის, ეპოქის გმირები. ადვილი არ არის, მიხვიდე იქ, სადაც არიან ეს მხეცები, დადგე მათ წინ და გაბედო, მათ კითხვებიც დაუსვა, გაზის გაშვების დროს მაინც იქ იდგე, არ გაინძრე და დარჩე შენს ხალხთან ერთად.

მე არ ვიცი, თქვენ მაგივრად ნამდვილად ვერ გავბედავდი, მაგრამ ვარ ძალიან ამაყი, რომ ამ ქვეყანამ გამოაჩინა თავისი ნამდვილი სახე და ეს არის ის, რაც ჩანს ჩვენს საზღვრებს გარეთ და რაზეც ალბათ შურით გვიყურებენ. დღეს მსოფლიოში არ არის ქვეყანა, რომელიც ასე ღირსეულად, ასე მშვიდობიანად იბრძვის თავისი იდენტობისთვის, ფასეულობებისთვის, ენისთვის და რწმენისთვის, მომავლისთვის, ყველაფრისთვის. ეს თქვენ ხართ. თქვენ ხართ წინა რიგებში, თქვენთან ერთად იბრძვის მთელი ქვეყნის ნამდვილი საზოგადოება.

მინდა, უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ თქვენ მადლობისთვის არაფერს აკეთებთ. თქვენ ამას აკეთებთ იმიტომ, რომ ბოლომდე გესმით, რას ნიშნავს პროფესიული ვალდებულება. ხვალ ალბათ თქვენზე წამოვა კიდევ უფრო ძლიერი ზეწოლა, თუ ესენი გააგრძელებენ ამ მდგომარეობაში ყოფნას, რადგან თქვენ ხართ ის ფანჯარა, რომლის საშუალებით ვხედავთ იმას, რაც ხდება. თქვენ რომ არ იყოთ, ადამიანებს, ვინც არ არიან დემონსტრაციებზე, რადგან არ შეუძლიათ იქ დგომა, არ ეცოდინებოდათ, რა ხდება. თუნდაც პროტესტის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილამდე, რომელიც ძალიან გაშლილია მთელ ქალაქში, ან სხვადასხვა ქალაქში – არ გვეცოდინებოდა, რომ ქვეყანა მთლიანად დგას ამ უსამართლობის წინააღმდეგ. ასე რომ, თქვენი ყოფნა, თქვენი ეს თავდადება არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს, ხვალ და მუდამ. ამ თავდადებისთვის მე დღეს თქვენ გაჯილდოებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.