27 დეკემბერს ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში, მათ შორის ზუგდიდსა და მარტვილში, 26 - 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსს
მიაღწევს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 დეკემბერს იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე შემცირდება.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 28 დეკემბერს კი მოთოვს და ჰაერის ტემპერატურა +1, +3 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები