ახალი ამბები
წალენჯიხაში "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი წინასაახალწლო კონცერტის ჩატარება გააპროტესტეს (ფოტო)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეების ნაწილმა "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი კონცერტის ჩატარება გააპროტესტა. ისინი მიიჩნევენ, რომ მუნიციპალიტეტის მერის გია ხარჩილავას გარდაცვალებისა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, სადღესასწაულო ღონისძიების გამართვა უადგილოა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ 27 დეკემბრის კონცერტი მერიასთან შეთანხმებული არ იყო და საავტომობილო გზით სარგებლობის ნებართვა მათ არ გაუციათ. ისინი აღნიშნულ ქმედებას უკანონოს უწოდებენ.

წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას განმარტებით, 19 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტში წელს სადღესასწაულო ღონისძიებები არ გაიმართებოდა, რაც, მისი თქმით, თავდაპირველად, მთავრობის ინიციატივა იყო.

" ვიყავით შეთანხმებული, რომ კონცერტი არ ჩატარდებოდა და ეს იყო მათი ინიციატივა, რადგან მუნიციპალიტეტს ახალგაზრდა მერი გარდაეცვალა. შევთანხმდით, რომ 29 დეკემბერს ჩატარდებოდა საშობაო საბავშვო საახალწლო ბაზრობა სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის მოხატულობით და კარუსელებით. ეს არ გულისხმობდა ხმოვან დღესასწაულს, ფეიერვერკიც კი გამორიცხული იყო. სხვა კომუნიკაცია არ გვქონია. შესაბამისად, არც ვიცი ვინ არის ეს ხალხი და რა ღონისძიებას. ამასთან, უკრაინაში მებრძოლი ჯაბა კვარაცხელიაა გარდაცვლილი, რომლის ოჯახიც წალენჯიხაში ცხოვრობს. მე-4 დღეა, ქართველი მებრძოლები მის გამოსვენებას ცდილობენ. გამომდინარე აქედან, არც არის სადღესასწაულო განწყობა მუნიციპალიტეტში და ამას ემატება ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება, დასახიჩრებული ხალხი, კონსტიტუციის მიტაცება, არჩევნების გაყალბება, პრეზიდენტის ინსტიტუციის განადგურება. სახელმწიფო გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან. კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება კი არის მოსახლეობის დაპირისპირების მცდელობა. მათ იციან, განწყობა და მოსახლეობის ნება არის ის, რომ წალენჯიხაში მოკრძალებულად ჩაიაროს ახალი წლის დღესასწაულმა", - ამბობს რადიო "ათინათთან" ბელქანია.

ცნობისთვის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალურ ქსელში განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წალენჯიხის მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური პოზიციაა, რომ მუნიციპალიტეტში საახალწლო ზეიმი და კონცერტი არ ჩატარდეს.


ამავე თემაზე:

წალენჯიხის მოსახლეობისა და მერიის პოზიციაა, მუნიციპალიტეტში არ ჩატარდეს საახალწლო კონცერტი - წალენჯიხის მერია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
31 / ივლისი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.