30 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე მდინარე მტკვარზე (ესტაკადა)
არსებული სახიდე გადასასვლელის გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოების წარმოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
ამავე ცნობით, მანქანებით მოძრაობა შეფერხდება 30 იანვრის 03:00სთ-დან 05:00სთ-მდე პერიოდში, რამდენჯერმე, 10-15 წუთიანი ინტერვალებით.
მასალის გამოყენების პირობები