დღეს, რამდენიმე საათით, გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება.
ამავე ცნობით, 30 იანვრის 23:00 სთ-დან 31 იანვრის 03:00 სთ-მდე, გვირაბის - სენაკი-თბილისი, ხოლო 31 იანვრის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის - თბილისი-სენაკი მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა.
„სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები