ახალი ამბები
პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ჩხოროწყუში აქცია გაიმართა
ჩხოროწყუში მოქალაქეებმა კიდევ ერთი პროევროპული აქცია 3 თებერვალს გამართეს. ისინი უერთდებიან საქართველოს მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნას, გათავისუფლდნენ აქციის დროს დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.

საკრებულოს დეპუტატმა ოთო შენგელიამ რადიო „ათინათთან“ თქვა, რომ აუცილებელია მზია ამაღლობელისა და სხვა პატიმრების „რეჟიმის“ ტყვეობიდან დახსნა, რადგან, როგორც აღნიშნა, ეს ადამიანები საქართველოს ევროპული მომავლისთვის დააკავეს.

„მათ არაფერი არ დაუშავებიათ, გარდა ქვეყნის სიყვარულისა. შეიძლება, ნებისმიერი ჩვენგანი აღმოვჩნდეთ ამ მდგომარეობაში. ამის ჩვენ არ გვეშინია. ეს იყო სწორედ სოლიდარობის აქცია იყო, რასაც პერმანენტული ხასიათი ექნება, დღესაც ჩაინიშნა. ჩვენს საპროტესტო ბანერებზე იყო ციტატები და ისტორიები, რომლებიც საბჭოთა ოკუპაციამ და რუსეთმა დამართა საქართველოს, ქართველების ხელით. მაგალითად, ორჯონიკიძე, სტალინი, ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც საქართველოს გასაბჭოებას შეუწყვეს ხელი. ამ მოვლენებს ასახავდა ეს ბანერებიც. რუსეთი, ტრადიციულად, ნაცად მეთოდებს იყენებს და ქართველების ხელით ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალსა და იდენტობას“, - განმარტა შენგელიამ.

მისივე თქმით, გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს მყარი უსაფრთხოების გარანტიები, რაც, შენგელიას განმარტებით, ვერ იქნება ის სახელმწიფო, რომელსაც ქვეყნის 20% უკვე ოკუპირებული აქვს.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და კვლავ მოითხოვს ახალი არჩევნების დანიშვნას.


ამავე თემაზე: 

ჩხოროწყუში მასწავლებლებმა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გააპროტესტეს (ფოტო)

აბა ულა ევროპაშა - აქცია ჩხოროწყუში (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2025
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
20 / აპრილი 2025
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.