ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში დაანონსებულ აქციას მწერალი დათო ტურაშვილი შეუერთდება
პროევროპული აქციების 82-ე დღეს, ზუგდიდში მწერალი დათო ტურაშვილი ჩამოდის. ის ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციას 18:00 საათზე შეუერთდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი ავრცელებს.

მოქალაქეები დღესაც ტრადიციულ ლოკაციაზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ შეიკრიბებიან. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნები, მსგავსად წინა კვირებისა, უცვლელია: გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, შეცვლილი ცენტრალური საარჩევნო კომისიით.

ცნობისთვის, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში სხვადასხვა თაობის ადამიანები, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს 2024 წლის 28 ოქტომბრიდან მართავენ. ამ დღეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2025
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
19 / აპრილი 2025
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.
19 / აპრილი 2025
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.