ახალი ამბები
წალენჯიხაში ადამიანური და ტექნიკური რესურსები გადანაწილებულია 14 ადმინისტრაციულ ერთეულზე, ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში - თამარ ბელქანია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ძლიერი თოვის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობს სპეციალური ტექნიკა, ამ დრომდე მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის იწმინდება შიდა საუბნო გზები.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეცტექნიკა, თორმეტი ესკალატორი,ასევე, გრეიდერი და ტრაქტორი. ადამიანური და ტექნიკური რესურსები გადანაწილებულია 14 ადმინისტრაციულ ერთეულზე. ტექნიკური მარილი დაყრილია. ახლა მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა. ამ წუთას ვიმყოფები ობუჯში, სადაც საკმაოდ დიდი თოვლია. დაახლოების 40 სანტიმეტრზე მეტრია. კარგად მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ გვიკავშირდებიან და ჩვენ რეაგირებას ვახდენთ. შექმნილია საკოორდინაციო საბჭო. ვმუშაობთ, რათა სტიქიას წინააღმდეგობა გავუწიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ გზები გაწმენდილია და ტექნიკური მარილი დაყრილია, ადამიანებს, რომლებსაც გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვთ, თუ მათ მანქანას არ აქვს საბურავებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები მუნიციპალიტეტის დატოვებას არ ვურჩევდი, რადგან არ ვიცი რა ვითარებაა მეზობელ მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნავს მერის მოადგილე.

ბელქანია განმარტავს, რომ, ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და ინტერნეტი უწყვეტად მიეწოდება. ადმინისტრაციული ერთეულების საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.~


ფოტო: თამარ ბელქანიას FB გვერდი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ-აფხაზურ ტრადიციულ ხის სახლზე ,,ჯარგუალზე".
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
23 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.