აბაშაში ელექტროენერგია არ მიეწოდება მოსახლეობის ნაწილს, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად - მერია
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სოფლების შიდა საუბნო გზების გაწმენდის სამუშაოები.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისი სამსახურები კი მუშაობენ პრობლემის მოსაგვარებლად და, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ელექტროენერგიის სრულად მიწოდება აღდგება.
მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ მუშაობს ცხელი ხაზი და ყველა ზარზე ხდება დროული რეაგირება. სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალური სამსახურებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკაც.
მასალის გამოყენების პირობები