ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. 91 - ე დღეა, რაც მოქალაქეები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, პროევროპულ აქციაზე იკრიბებიან.
დღეს, უამინდობის მიუხედავად, ისინი ისევ მივიდნენ ტრადიციულ ლოკაციაზე, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, უცვლელი მოთხოვნებით: დაინიშნოს ხელახლი არჩევნები და გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები.

ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პერმანენტული საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ოქტომბრიდან იმართება, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
ფოტო: ალარნა alarna
მასალის გამოყენების პირობები