2-3 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი იქნება.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
საფრთხის დონე საშუალოა.
მასალის გამოყენების პირობები