ახალი ამბები
დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს, 2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა, რომელიც 2007 წლის 18 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად გამოცხადდა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, რომ ამ დღის დაწესებიდან 17 წლის შემდეგ, მისი დატვირთვა კიდევ უფრო გაფართოვდა და ცნობიერების ამაღლებასთან ერთად მოიცავს აუტიზმის მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას, მათ პატივისცემას, ამ პირთა მიერ თემისა და მსოფლიოს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარებას.

მათივე ცნობით, 2025 წლის მთავარი თემაა „ნეირომრავალფეროვნების განვითარება და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs),“ რაც ყურადღებას ამახვილებს ნეირომრავალფეროვნებისა და გლობალური მდგრადობის ძალისხმევის თანხვედრის მნიშვნელობაზე.

„საქართველოში აუტიზმის მქონე პირები მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების პროცესში კვლავ დაბრკოლებებს აწყდებიან. მწვავედ დგას ამ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და მხარდამჭერი სერვისების დანერგვის საკითხი. რამდენიმე მუნიციპალიტეტში არსებული სარეაბილიტაციო პროგრამები მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის მოქმედებს და აუტიზმის მქონე ზრდასრულებისთვის კვლავ მიუწვდომელია. პრობლემურია აუტიზმის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომა. გონივრული მისადაგების პრინციპის უგულებელყოფა და სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაციის სირთულეები დამატებით ბარიერებს ქმნის ჯანმრთელობის დაცვის უფლების რეალიზების პროცესში. ამ დრომდე არ არის განვითარებული აუტიზმის მქონე პირებისა და მათი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაზე ორიენტირებული სერვისები. გამოწვევას წარმოადგენს ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსებითი მონაწილეობა და საზოგადოებაში სტიგმის შემცველი დამოკიდებულება, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, დაინტერესებული პირების ჩართულობით, სათანადო ძალისხმევა გასწიონ აუტიზმის მქონე პირებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების, ინკლუზიური საზოგადოების ფორმირების, ამ პირთა რეალიზებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, მათ ჯანდაცვისა და უწყვეტ სარეაბილიტაციო პროგრამებზე წვდომის უზრუნველსაყოფად.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.