ახალი ამბები
მართლმადიდებლური რწმენა ქრისტეს ეკლესიაში ერთმანეთთან აერთიანებს თავისუფლების სიყვარულს და სხვათა აზრის პატივისცემას, რაც, სხვათა შორის, ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საფუძველთა საფუძველიცაა, - მეუფე გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სააღდგომო გზავნილით მიმართა მრევლს. 


მან აღნიშნა, რომ ბრწყინვალე აღდგომა დიდი მადლისა და სიხარულის წყაროა. მეუფეს თქმით, საკუთარ თავსაც უნდა ვკითხოთ, რამდენად ვართ ღმერთთან და საკუთარ თავთან.

“წმიდა ეკლესია მოწოდებულია იმისთვის, რომ კაცთა გულებში აღანთოს რწმენის ჩირაღდანი და აღძრას ცოცხალი განცდა იმ სიყვარულისა, რომლითაც ღმერთმა შეგვიყვარა და გაგვხადოს მისი თანაზიარი, რამეთუ სწორედ ამ თანაზიარობას შემოაქვს ჩვენში სიხარული მშობლიური სიყვარულის წიაღში დაბრუნებისა. დაე, სიყვარული ჩვენი იყოს სავსებით და მარადჟამს სიხარულით ვაუწყებდეთ ერთმანეთს:

ქრისტესმიერ საყვარელნო, დღესასწაულები, განსაკუთრებით და გამორჩეულად კი - ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, დიდი მადლისა და სიხარულის წყაროა, და ჩვენ, კვლავ და კვლავ ვულოცავთ ერთმანეთს და ვამხნევებთ, რომ ღმერთი არ გვტოვებს, ის მარად ჩვენთან არის, მაგრამ იქნებ საკუთარ თავსაც დავუსვათ კითხვა - ჩვენს ისედაც ხანმოკლე სიცოცხლეში, რამდენად ვართ ღმერთთან და საკუთარ თავთან? თვითონ ხომ არ ვღალატობთ საკუთარ თავს, როცა დავნებდებით განსაცდელს, როცა უიმედობა და ნიჰილიზმი შეგიპყრობს, როცა ღვთის ხატად შექმნილი და შემოქმედებითი ნიჭებით დაჯილდოებულ არსებას ცხოვრების შიში გიპყრობს, ზურგს აქცევ პრობლემების საღად განსჯა-შეფასების უნარს და ფაქტობრივად, უარს ეუბნები განვითარებას, სინათლეს, თავისუფლებას?!“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მისი განცხადებით, დღეს ქართველის ერის სახელმწიფოებრივი ცნობიერება დიდ საფრთხეშია, რაც მეუფე გრიგოლის შეფასებით, ნათლად გამოჩნდა ამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების სახით.

„საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები საფრთხის ქვეშაა. ეს იმ ტიპის განსაცდელია, რაც საფრთხეს უქმნის თვით ქრისტეს ეკლესიის ისტორიულ მისიასაც საქართველოში. ეკლესია, რაჟამს ერში დიდი განსაცდელი მოიწეოდა, ყოველთვის შეახსენებდა თავის სამწყსოს, რომ ერი განსაცდელშია. ასეთია ჩვენი სულიერი და გამოცდილებითი მემკვიდრეობა და ამას ვერ უგულებელვყოფთ!

ისტორიულად ცნობილია, რომ თვით ქრისტიან ერთა შორისაც კი (მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთში!) არცთუ იშვიათად წარმმართველი იყო ძალზე მავნე ამბიცია - უგულებელყოფილიყო მცირერიცხოვანი ერების უფლებები და დამოუკიდებელი არსებობის ყოველგვარი ფორმა. ამით სათავე მიეცა იმ ტიპის პოლიტიკურ ფსევდო-მაქსიმალიზმს, რომელიც, თავისი არსით, თავად ქრისტიანობის ბუნებას ეწინააღმდეგება. ეს არის ერთგვარი „პოლიტიკური რადიკალიზმი“, რომელიც დასაბამი გახდა არაერთი ფანატიკურერეტიკული ხედვისა, რამაც თავად ქრისტიანულ რწმენას დიდი ზიანი მიაყენა. არადა, მართლმადიდებლური რწმენა ქრისტეს ეკლესიაში ერთმანეთთან აერთიანებს თავისუფლების სიყვარულს და სხვათა აზრის პატივისცემას, რაც, სხვათა შორის, ჯანსაღი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების საფუძველთა საფუძველიცაა.

აქვე, ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ ისტორიული გამოცდილების გახსენებაც არ გვაწყენდა, თუ რაოდენ სახიფათოა რელიგიური თემატიკის მისაკუთრება და მასზე ე.წ. ექსკლუზივის გამოცხადება ამა თუ იმ სახელმწიფოს მიერ; ასეთ შემთხვევაში, თუკი ეს მოხდება, სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა რჩება, რომ საზოგადოებას დაუდგინონ ყალბი რელიგიურობის კრიტერიუმები, რაც ყოველგვარ დიქტატურაზე სახიფათოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. საერთოდ, გასათვალისწინებელია, რომ რელიგიური სივრცის პოლიტიკურ ოკუპირებასა და ამავე პათოსით საზოგადოებისთვის ფსევდო-მორალური ვალდებულებების დადგენას თვით ყველაზე საშიშ დიქტატურაზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია საზოგადოებისა და თვით ეკლესიისთვისაც კი.

ერთ-ერთი არსებითი პრობლემა, რომელიც თანამედროვე ქართულ საზოგადოებას უდგას, ცნებათა და ღირებულებათა სისტემების იმგვარი აღრევაა, რომელიც ისტორიულად არსებული ქართული ცნობიერების მთავარ ხაზს ეწინააღმდეგება და ერთგვარ მსოფლმხედველობრივ ქაოსს ქმნის, რაც მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხმას წყალს.

ამგვარი აღრევის ნათელი მაგალითია მტრისა და მოყვრის ცნებათა იმგვარი აღრევა, რომელიც საზოგადოების დეზორიენტაციას ემსახურება და ძირს უთხრის მის საყრდენ ღირებულებათა სისტემას. ამგვარი მყიფე ღირებულებითი სისტემა კი ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მისიას ეჭვქვეშ აყენებს და მრავალჭირნახული, მრავალი საფრთხის განმცდელი/გამომცდელი ქართველი ერის მომავალს ერთგვარად საყრდენს აცლის კიდეც. ამავე კონტექსტში არ შეგვიძლია ყურადღება არ გავამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ:

მართლმადიდებელი ქრისტიანული რწმენა მისი ერთგული მიმდევრების სულიერ ღვაწლსა და მემკვიდრეობაზე დგას. უფრო მეტიც, საქართველოში ისტორიულად არსებული მართლმადიდებლობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ქრისტიანობისთვის და სამშობლოსთვის წამებულთა მოწამეობრივი ცხოვრების წესია, რომელსაც განადიდებს საქართველოს სამოციქულო ეკლესია.

აქედან გამომდინარე, სრულიად მიუღებელია სამშობლოსა და ქრისტიანობისთვის თავდადებული მამულიშვილების ღვაწლის დაკნინება/დამცრობა, მათი გმირული ცხოვრების გაფერმკრთალების ყოველგვარი მცდელობა, რაც საზოგადოების დაბნეულობას და მისი დიდი ნაწილის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს.

სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთა მოწამეობრივი ცხოვრება და ღვაწლი ჩვენი ერისა და დედაეკლესიის დიდი სულიერი მემკვიდრეობაა, რომელსაც ჩვენი ეკლესია სავსებით სამართლიანად განადიდებს და ამიტომაცაა, რომ მათ შორის მრავალნი წმინდანად არიან აღიარებულნი და ზეციურ მოდასეთა შორის ჩვენს სულიერ ფარს ქმნიან“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2025
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
20 / აპრილი 2025
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.